გამოიყენება ბოთლების დასალუქად.
იცავს საცობს გარემოს და კლიმატური პირობების არასასურველი ზემოქმედებისაგან. ხელს უწყობს ბოთლში არსებული მიკროკლიმატის შენარჩუნებას. მდგრადია შემთხვევითი დაზიანების მიმართ. გასახსნელის საშუალებით მარტივად სცილდება ბოთლის ზედაპირს. პროდუქტი იწარმოება საქართველოში.
სურგუჩის შეფუთვა შერჩეულია ისე, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს პროდუქციის გამოყენება და შენახვა. პროდუქცია დაფასოებულია პოლიეთილენის პარკებში, რომლებსაც გააჩნია მრავალჯერადი შესაკრავი. ერთი შეკვრის წონა ვარირებს 1000 - 1800 გრამის ფარგლებში.